გიორგი ნასყიდაშვილი კიდევ ერთი გორელი პოლიციელია, რომელიც ხელმძღვანელობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 19-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, მას ჯერ გორის შს სამმართველოს მერეთის განყოფილების უფროსის თანამდებობა დაატოვებინეს, შემდეგ კი რიგითი პოლიციელის პოზიციიდანაც გაათავისუფლეს. ნასყიდაშვილის თქმით, სამსახურიდან გიორგი გახარიას გუნდის წევრის, კოტე ანანიაშვილის ფოტოს გაზიარების გამო გაუშვეს.
დატოვეთ კომენტარი