გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ავეჯის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
უწყებამ სხვადასხვა დასახელების საოფისე ავეჯის შესაძენად 36 535 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია შეიძენს:
- 5 საოფისე მაგიდას;
- 10 საოფისე სავარძელს;
- 10 საოფისე სავარძელს ბადიანი ნაჭრის ზედაპირით;
- 50 საკონფერენციო სავარძელს;
- 1 საოფისე სავარძელს 2D სახელურით, თავის მისადები და ზურგის ბალიშით;
- 35 საოფისე სავარძელს მეტალის ქრომირებული ფეხით და სახელურით;
- 1 ჟურნალების მაგიდას მინის ზედაპირით.
შერჩეულმა კომპანიამ ავეჯის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი