ახალი ამბები

გორის მერს თბილისის მერზე მეტი ხელფასი აქვს

გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს, თბილისის მერზე კახა კალაძეზე მეტი ხელფასი აქვს.

“სახელფასო პოლიტიკა თვითმმართველობებში და პრემიერის დაპირება” , – აღნიშნული ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ გამოაქვეყნა, სადაც მიმოხილულია საქართველოს მასშტაბით ყველა მერის ხელფასები.

ამ ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი – 4 500 ლარი, ბათუმის მერს აქვს. გორის მერის ხელფასი 3 200 ლარია. კალაძის ხელფასი, თავზარაშვილის ხელფასთან შედარებით 20 ლარით ნაკლებია. ასევ აღსანიშნავია, რომ ქარელის მერს გორის მერზე მაღალი ხელფასი აქვს. 

როგორც ცნობილია, 2021 წლის 9 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს. შესაბამისად, 2022 წლიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდა იგეგმება.

IDFI თვლის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.