გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეამოწმა. საერთო მოხმარების ონკანიდან აღებულ წყლის ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა.
”ჩინეთის უბანში მდებარე საერთო მოხმარების ონკანიდან იქნა აღებული ნიმუში” , – განმარტავენ სააგენტოში.
როგორც ცნობილია, ნიმუში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა. კვლევის შემდეგ, წყალში კოლიფორმების არსებობა დადასტურდა.
სპეციალისტების განმარტებით, კოლიფორმები არის ნაწლავის ჩხირის ჯგუფის და აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს.
ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ კოლიბაქტერიები ძირითადად ფეკალურ მასებში არსებობენ.