ახალი ამბები

გორელმა პოლიციელმა სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადება უფროსის კაბინეტიდან გაავრცელა

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ მისმა ხელმძღვანელობამ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, მიზეზი კი არ განუმარტავთ.


“მეუბნებიან რომ დაწერე განცხადება, რომ პირადი პრობლემების გამო ტოვებ სამსახურს და წადიო. მიზეზის თქმაც არ უნდათ. მე ამას ვუკავშირებ, იმას რომ ჩემი სიძე გია მეზვრიშვილი არის საბანაძის მეგობარია, რომელიც შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო და გამოუშვეს, მხოლოდ იმიტომ რომ საბანაძის მეგობარია. ალბათ, ჩემი გაშვებაც ამიტომ უნდათ
, – ამბობს ჯოხაძე.

თამაზ ჯოხაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერი ჩართო და საზოგადოებას აცნობა, რომ მის მისი გათავისუფლება სურთ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები