ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო. 

აცრის პირველი კაბინეტი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ამოქმედდა, სადაც ამბულატორიის დირექტორი ნიკოლოზ ძამუკაშვილი პირველი აიცრა.

“პრემიერის განკარგულებით დაიწყო ამბულატორიულად ვაქცინაციის პროცესი. ნიქოზის ამბულატორიაში დაიწყო უკვე ეს პროცესი. მეც დღეს ავიცერი და კარგად ვგრძნობ თავს. მოვუწოდებ ყველას ჩაიტაროს ვაქცინაცია, ახლა უკვე ადგილობრივი მოსახლოებისთვის ხელმისაწვდომია და შესაბამისად დამატებითი ძალისხმევა ვაქცინის გასაკეთებლად აღარ დასჭირდებათ. ყველას შეუძლია მოვიდეს და აცრა გაიკეთოს”, – განაცხადა ნიკოლოზ ძამუკაშვილმა 

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ვაქცინაცია გათვალისწინებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 5 ადგილას.

სოფლების ამბულატორიებში ვაქცინაციის პროცესს კლინიკა ,,გორმედი“ უზრუნველყოფს.

სამედიცინო ქსელის კლინიკური დირექტორის განცხადებით, სოფლად ხელმისაწვდომია ,,სინოფარმით“ და ,,სინოვაკით“ ვაქცინაცია.

დატოვეთ კომენტარი