გენო პეტრიაშვილს, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ვარსკვლავს გაუხსნიან.
ინფორმაციას დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კულტურის პალატა ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნის.
„დღეს, საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება – ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს (ჩვენთვის ეს ოქროა) გენო პეტრიაშვილს გაეხსნათ სახელობითი ვარსკვლავები. სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ“, – ამბობს ოქიტაშვილი.
დატოვეთ კომენტარი