ახალი ამბები

გენო პეტრიაშვილი ფინალურ შეხვედრაში ამერიკელ მეტოქესთან დამარცხდა 

ტოკიოს ოლიმპიადის ფინალურ შეხვედრაში, თავისუფალ ჭიდაობაში, მძიმე წონაში ჩემპიონობისთვის გენო პეტრიაშვილი გეიბლ სტივესონს დაუპირისპირდა.

დაძაბულ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილი ამერიკელ მეტოქესთან ერთი ქულით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 

ტოკიოს არენაზე, გენო პეტრიაშვილმა პირველ პაექრობაში ეგვიპტელი აბდელმოტალები დაამარცხა 11:0, მეოთხედფინალში 5:2 სძლია ჩინელ დენგს, ნახევარფინალში კი ირანელ ამირჰოსეინ ზარეს სძლია 6:3.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები