გორმედის ქსელისა და სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდკლინიკებში 330 საწოლია მობილიზებული.
ამჟამად, გორმედის ქსელის კლინიკებში, ჯამში, 160 საწოლია მობილიზებული, რომელსაც დღეიდან კიდევ 86 საწოლი დაემატა ხაშურის გორმედის კლინიკაში. ასევე, 84 საწოლია მობილიზებული ჰოსპიტალში.
რეგიონში არსებული სიტუაციის გასაცნობად შიდა ქართლის გუბერნატორი, ვალერიან მჭედლიძე გორმედის ქსელის დირექტორს შეხვდა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ვალერიან მჭედლიძის თქმით, ვაქცინაცია რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს.
“ოთხ მუნიციპალიტეტში 5 ლოკაციაზე შეუძლიათ მოქალაქეებს აცრა. ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაერთოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და დროულად აიცრან”, – განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.