უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი უხვი ნალექის გამო დაიტბორა. აღნიშნული მიზეზით, რამდენიმე დღით დაიკეტა ნაკრძალში მდებარე საგამოფენო სივრცეც.
“ძლიერი წვიმის გამო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში გადაადგილება ხდება განსხვავებული მარშრუტით. რამოდენიმე დღით დაიკეტა ნაკრძალში მდებარე საგამოფენო სივრცე” , – აღნიშნულ ინფორმაციას მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დატოვეთ კომენტარი