გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 30 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით დაგეგმილია ლიტერატურული, სახელოვნებო და შემეცნებითი ღონისძიებებია, რომელიც “ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის” ორგანიზებით გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებია:
- თეატრალიზებული კოსტუმირებული პერფორმანსი “უკანასკნელი დედოფალი” (1801 წლის ანექსიის თემაზე);
- საჯარო ლექცია – “ანექსია-ოკუპაცია- 9 აპრილი – მწერლობის რეფლექსია ისტორიაზე”;
- ლიტერატურული ინტერმედია “25 თებერვალი – 9 აპრილი ” – მსახიობების მონაწილეობით;
- შეხვედრა მწერალთან- თანამედროვე ავტორები ოკუპაციის შესახებ.
ღონისძიებები გაიმართება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში:
- 30 ივლისი, 18:00 საათი – ტირძნისი, სკოლის ეზო;
- 31 ივლისი, 18:00 საათი – ტყვიავი, მთავარი სკვერი;
- 8 აგვისტო, 18 :00 საათი- კარალეთის დევნილთა დასახლება, მთავრი სკვერი.
ღონისძიებები გაიმართება პროექტის “ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ” ფარგლებში.
დატოვეთ კომენტარი