გორის მერობის კანდიდატად ლადო ხინჩეგაშვილი ოფიციალურად დასახელდა.
ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ყველასათვის საამაყო ოლიმპიური ჩემპიონი, ლადო ხინჩეგაშვილი იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი გორში” , – განაცხადა ირაკლი ხობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
როგორც ცნობილია, საარჩევნო კამპანიას “ქართული ოცნება” 3 აგვისტოდან დაიწყებს. მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში დაასახელა, მათგან მხოლოდ 3-ია ქალი.
დატოვეთ კომენტარი