გორში, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის ეზოში რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი მოძრავი გამოფენა „ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ იმართება.
დაინტერესებულ პირებს გამოფენის დათვალიერება 25 ივლისს, 17:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით შეუძლიათ.
„უპრეცედენტო კამპანია 4 ივლისს ქ. თბილისში დედაენის ბაღში დაიწყო და მისი წარდგენა საქართველოს კიდევ 5 სხვა ქალაქში დაიგეგმა. გამოფენაზე 20 საუკეთესო ფოტოპოსტერია წარმოდგენილი. ისინი ოკუპაციისადმი მიძღვნილი კონკურსის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქიდან მხატვარ-დიზაინერების მიერ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი 130-ზე მეტი ნამუშევრიდან ჟიურიმ ანონიმურად შეარჩია“ , – ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები.
როგორც ცნობილია, რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი კამპანია საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება.