სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” გორში რეგიონალური წარმომადგენლის შესარჩევად კონკურსს აცხადებს.
კანდიდატს შემდეგი ფუნქციების შესრულება მოუწევს:
- სამოქმედო გეგმის შემუშავება (საინფორმაციო ცენტრის მიზნების, ამოცანებისა და საინფორმაციო ცენტრის სამოქმედო გეგმის შესაბამისად);
 - რეგიონში აქტიური საინფორმაციო – საგანმანათლებლო კამპანიის გამართვა (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, დეზინფორმაციისა და ა. შ.), პრეზენტაციების
მომზადება და მათი წარდგენა თემატურ ჯგუფებთან (თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, სასულიერო პირებთან,
ფერმერებთან, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებთან და სხვ.); - თანამშრომლობა რეგიონში მოღვაწე აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რეგიონალურ მედიასთან;
 - ნატოსა და ევროკავშირის თემებზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
 - პროექტების მართვა – ადმინისტრირება;
 - კოორდინაცია სათაო ოფისთან – შეხვედრების შემდეგ ანგარიშის მომზადება, ანგარიშის დროულად მიწოდება;
 - გაწეული ღონისძიებების შესახებ პრეს – რელიზის მომზადება;
 - ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობა;
მოთხოვნები 
“აპლიკანტს მინიმალური განათლება – ბაკალავრის ხარისხი და 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვება. საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამ თვეში. თანამდებობრივი სარგო სრულ განაკვეთზე 800 ლარს შეადგენს. გამოსაცდელი ვადა კი 6 თვე იქნება. კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო დღე 1 აგვისტოა”, – წერია განცხადებაში.
დაინტერესებულმა პირები უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზაციის წარმომადგენელს, მაია სვინტრაძეს.
ტელ:+995599220084
		დატოვეთ კომენტარი
		
	
			
	
				
				
	










