განტვირთვა

ფილმები, რომლებიც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში გადაიღეს

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში ფილმებს ქართველ რეჟისორებთან ერთად, უცხოელებიც იღებდნენ.

“მაგდანას ლურჯა”

გადაღებების ნაწილი უფლისციხეში მიმდინარეობდა. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1955 წლის მხატვრული ფილმმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის.

 

 „მაია წყნეთელი“

1959 წელს რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ გადაიღო ფილმი „მაია წყნეთელი“. სურათში მთავარი როლი ლეილა აბაშიძემ შეასრულა. გადაღებების ნაწილი უფლისციხეში მიმდინარეობდა.

“აგვისტოს 5 დღე”

2011 წლის ამერიკული მხატვრული ფილმია, რომელიც ასახავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. ფილმის რეჟისორი და თანაპროდიუსერი ფინური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი ლაური მაურიც ჰარიოლაა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც რენი ჰარლინი. გადაღებები დაიწყო 2009 წელს, რომლის დიდი ნაწილი სწორედ გორში მიმდინარეობდა.

“გამოძიება გორში – ოპერატორ სტან სტორიმანსის სიკვდილი”

ჰოლანდიელმა სამხედრო ჟურნალისტმა, 2008 წლის 12 აგვისტოს გორში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულ მეწყვილე ოპერატორზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. იღუნ აკერმანსის საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმში გორის ცენტრში მომხდარი აფეთქების გარდა, ომისდროინდელი საქართველო და მის გარშემო განვითარებული მოვლენებიც არის ასახული. 

„ჯეკი – ქალების სამეფოში“

2012 წელს გორში, ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ ფრანგული ფილმი გადაიღეს. ფილმში მოქმედება 2340 წელს ხდება, სადაც ქვეყანას ქალები მართავენ, ხოლო მამაკაცები დიასახლისები არიან. ერთ-ერთ მთავარ როლს შარლოტა გინსბურგი ასრულებს. რეჟისორი მიშელ აზანავიჩუსია. გორის ცენტრალურ მოედანზე რეჟისორმა საკმაოდ თამამი სცენები გადაიღო.


დატოვეთ კომენტარი