გორში, სტალინის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია იწყება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურების შესაძენად, ტენდერი აქვს გამოცხადებული მუნიციპალური განვითარების ფონდს.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის გორშიც, უნდა მოახდინოს სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურების მიწოდება.
ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 4 667 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.
ინფორმაციისთვის, სტალინის გამზირზე საცხოვრებელი ბინების ფასადების რეაბილიტაციის პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიას შემუშავებული აქვს. სამუშაოებისთვის ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა აქამდე პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.