გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ილია ვარდანაშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, იგი მძიმე სენით იყო ავად.
“მძიმედ იყო ავადა, ბოლო პერიოდში მკურნალობდა და სამწუხაროდ მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. ძალიან დამწუხრებულები ვართ ყველა”, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.
ილია ვარდანაშვილი იყო ახალუბნის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქციის ,,პატრიოტები ხალხის სამსახურში” თავმჯდომარის მოადგილე.
დატოვეთ კომენტარი