ახალი ამბები

გორში აგროქიმიკატების 3 მაღაზია ვადაგასული პრეპარატების გაყიდვისთვის დაჯარიმდა

გორში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგროქიმიკატების და პესტიციდების 3 მაღაზია ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა.

ჯარიმის თანხა ერთი მაღაზიის შემთხვევაში 4 000 ლარი იყო, ხოლო დანარჩენი ორი მაღაზია 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდა.

“გორში შემოწმებული 7 ობიექტიდან ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციისთვის 3 მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 98′ მუხლის III ნაწილის საფუძველზე დავაჯარიმეთ” , – განმარტავენ სურსათის სააგენტოში.

დანარჩენი 4 ობიექტი დაჯარიმდა ეკონომიკური საქმიანობის გარეშე საქმიანობის და მარკირების  წესის დარღვევის გამო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.