“გორმედის” ქსელში დღეში საშუალოდ 250 მოქალაქე იცრება. კლინიკის გენერალური დირექტორის, ანდრია მიზანდარის განმარტებით, ბოლო დღეების სტატისტიკა მზარდია.
“გორმედის” ქსელში მუშაობს აცრის 5 ბრიგადა, დღეში საშუალოდ, 250 მოქალაქის ვაქცინაცია ხდება. ბოლო დღეების სტატისტიკა მზარდია, რაც გამოიწვია იმან, რომ დაგვემატა მიზნობრივი ჯგუფები, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ შორს საპატრულო პოლიცია, ასევე დაცვის პოლიცია, იუსტიციის სახლი. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ეს 5 ბრიგადა გავზარდოთ 10-მდე და დღეში 500-მდე მოქალაქის ვაქცინაცია შევძლოთ” , – აცხადებს ანდრია მიზანდარი.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის კლინიკის ქსელში 160 საწოლია მობილიზებული.