"ქართული ოცნება" მომდევნო კვირიდან საარჩევნო შეხვედრებს იწყებს. ჯერჯერობით პარტიის გორის ოფისში საარჩევნო სიის შემადგენლობას არ ახმაურებენ, თუმცა გარკვეულ მოლოდინებზე უკვე მსჯელობენ. კონსტანტინე თავზარაშვილის გათვლებით, გიორგი გახარიას გუნდმა შესაძლოა მათ ამომრჩეველთა ნაწილი წაართვას, თუმცა გორის მერის აზრით, ეს პროცესი არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვნად ვერ აისახება და გამარჯვებას კვლავ "ქართული ოცნება" მოიპოვებს.
დატოვეთ კომენტარი