გორის შემოსასვლელში, გასასვლელსა და ცენტრში ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენების ბანერები დაიდგა.
ბანერების ფოტოებს სპორტის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოლიმპიადაზე მონაწილეობას 4 გორელი სპორტსმენი მიიღებს.
- გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
- გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა)
- ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
- ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)
ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.
დატოვეთ კომენტარი