გორის სამედიცინო ცენტრი “გორმედი” ისევ კოვიდკლინიკად გადაკეთდება. მერაბ მაისურაძის თქმით, კლინიკა მზად არის 110 საწოლით მოემსახუროს ინფიცირებულებს.
“ბოლო ერთი კვირაა მკვეთრად მოიმატა ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებულების რაოდენობამ. კლინიკა მზად არის 110 საწოლით მოემსახუროს ინფიცირებულებს, დამოუკიდებელი ფლიგელით, დამოუკიდებელი შესასვლელით, როგორც ითვალისწინებს პროტოკოლი” , – განმარტავს “გორმედის” კლინიკური დირექტორი მერაბ მაისურაძე.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე, კლინიკაში 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს მძიმედ.
დატოვეთ კომენტარი