ალბათ ყველა გორელი დაგვეთანხმებით, რომ სამყაროში არსებობს კითხვები, რომლებსაც ერთხელ მაინც გვისვამენ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქალაქში დავიბადეთ.
1. შიგ გორში ცხოვრობ?
ეს ალბათ ერთ-ერთი პირველი კითხვაა, რომელსაც მაშინვე გვისვამენ უცნობი ადამიანები, რა წამს ვუმხელთ, რომ გორში ვცხოვრობთ.
2. შენც შუა გზაზე დადიხარ?
სულ რომ საფეხმავლო ბილიკის კიდეზე იარო, ამ შეკითხვას თავიდან მაინც ვერ აიცილებ.
3. ნიუტონს გორში დაეცა ვაშლი?
აზრი არ აქვს, წინა ორ კითხვას როგორ უპასუხებ, ამ მესამეს ადრე თუ გვიან მაინც გკითხავენ.
4. სტალინის სადღეგრძელო დაგილევია?
შეიძლება მთელი საათი ისაუბრო შენს გაკულაკებულ ოჯახზე და ბოლოს მაინც ეს კითხვა შემოგაგებონ.
5. “მა” რომ არ თქვა, შეგიძლია?
გაგვიზიარეთ, თუ რომელიმე შემაწუხებელი შეკითხვა აკლია ჩამონათვალს.
დატოვეთ კომენტარი