გორში პარტიის “ევროპული საქართველო” წევრი, კახა ბურჯანაძე დააკავეს. გამოძიება მას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება.
მისი უფლებადამცველის, თამარ თედლიაშვილის თქმით, ბურჯანაძემ საკუთარი ავტომობილი დაწვა, რადგან ავტომანქანის ყოფილი მფლობელი მის უკან დაბრუნებას ითხოვდა.
ბურჯანაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.
” ეგ არის მაგისი ნაყიდი მანქანა, უბრალოდ სხვაზეა გაფორმებული. ის მფლობელი მართავდა, ამან რომ მოსთხოვა, უარი უთხრა და დაწვა მანქანა. ახლა იმყოფება იზოლატორში”, – ამბობს თამარ თედლიაშვილი.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 187- ე მუხლით მიმდინარეობს.
დატოვეთ კომენტარი