ახალი ამბები

გორელ მოსწავლეებს ბიზნესიდეა დაუფინანსეს

გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნუცა შუღლიაშვილს და მიშო აბრამიძეს ბიზნესიდეა დაუფინანსეს.

მოსწავლეებმა პროექტში – ,,სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით” – მიიღეს მონაწილეობა და 40 სკოლას შორის სწორედ მათმა იდეამ დაიმსახურა მოწონება.

ხის სუვენირების წარმოება​ და ეკოჩანთების სამკერვალო – სწორედ აღნიშნულ საკითხებს ეხება გორელი მოსწავლეების მიერ შემუშავებული ბიზნესის იდეა.

როგორც ცნობილია, “სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით” არის “ChildFund Deutschland”-ის პროექტი, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს და ამით მოსწავლეთა ბიზნეს იდეების განვითარებას უწყობს ხელს.

დატოვეთ კომენტარი