გორში ე.წ „ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დაკავებული ა.ა , მიმდინარე წლის 16 მარტს ვერხვების დასახლებაში „ქუჩური გარჩევის” დროს დაჭრეს.
მისი მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც, იგი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ათამდე მასრა იპოვა.
რადიო “მოზაიკა” წერდა, რომ დაპირისპირება, რომელსაც 7 გასროლა და ადამიანის დაჭრა მოჰყვა, გორში “ობშიაკის” აგროვებას და ორი “ქურდული კლანის” დაპირისპირებას უკავშირდებოდა.
საბოლოოდ, დაჭრილი მამაკაცი გამოჯანმრთელდა და შემთხვევიდან 4 თვის შემდეგ, პოლიციამ “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დააკავა. მის გარდა, გორში პოლიციამ ამავე ბრალდებით, 8 ივლისის გამთენიისას, კიდევ 4 ადამიანი დააკავა.
დატოვეთ კომენტარი