გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში თანამშრომელთა ნაწილი მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.
ამ ეტაპზე ხელმძღვანელი 15-მდე ადამიანს შრომით ხელშეკრულებას აღარ უგრძელებს, რადგან როგორც გელა კაპანაძე ამბობს, მათი მუშაობა ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის.
“ჯერჯერობით არის 12-15 ადამიანი, რომელსაც ხელშეკრულებას აღარ გავუფორმებთ. შეიძლება მათ რიცხვს კიდევ მიემატოს გაკრკვეული რაოდენობა. გარკვეულ თარიღამდე გვქონდა კონტრაქტი, გარკვეულ ნაწილს გაუგრძელდება, გარკვეულს – აღარ. ეს მოხდება მათი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე. კონკრეტული საქმიანობისთვის იყო ზოგი დაქირავებული, რომლებმაც შეასრულეს თავისი ამოცანები და მათთან თანამშრომლობა ამ ეტაპისთვის, ვთვლი, რომ აღარ არის საჭირო”, – აცხადებს გელა კაპანაძე.