ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტში 18 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით თანასოფლელი დააკავეს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 18 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით თანასოფლელი დააკავეს.

მამაკაცის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა“, – უთხრეს “მოზაიკას” შსს-ში. 

დაკავებულის მიმართ საქმე სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრაზ მძიმე დაზინებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ალში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. მან ხაშურის “ევექსის” კლინიკა საღამოს დატოვა.

უკვე გავწერეთ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – გვითხრეს კლინიკაში.

თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავაა, რომელიც როგორც სოფელში ამბობენ, დიდი ხანია გრძელდება. 

დატოვეთ კომენტარი