ახალი ამბები

ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა დაუშვებელია – ქეთი ბებიაშვილი 

მოქალაქეები თუ ხედავენ, რომ არჩევნების დღეს ან წინა პერიოდში მათზე ზეწოლა ხორციელდება, უნდა მიმართონ დამკვირვებელ ორგანიზაციას – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი.

ბებიაშვილის თქმით, ამომრჩეველს აქვს თავისუფალი ნება და ამ უფლების დარღვევის შემთხვევაში, უნდა იცოდეს, რომ მას კანონი დაიცავს.

მოქალაქეები თუ ხედავენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდებაუნდა მიმართონ დამკვირვებელ ორგანიზაციას, ან შესაძლოა პოლიციას, იმიტომ რომ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა დაუშვებელია. ზეწოლა შეიძლება ხორციელდებოდეს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, შრომითი უფლებებიდან გამომდინარე. ასევე, შეიძლება პატიმარი ჰყავდეს და ამ მდგომარეობის გამოყენებით ხდებოდეს ოჯახზე ზეწოლა. ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ახსოვდეს მოქალაქეს, რომ მას კანონი იცავს“, – ამბობს ბებიაშვილი.

იურისტის თქმით, არჩევნების დღეს დაუშვებელია და ამომრჩევლის უფლების დარღვევაა კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება იმის დასადასტურებლად, თუ ვის მისცა ხმა. მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში ამომრჩეველს შეუძლია ამის შესახებ აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს, უბანზე მყოფ დამკვირვებელს ან პარტიის წარმომადგენელს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.