გორის მუნიციპიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის სკოლის დირექტორად განათლების მინისტრმა დისკრეციის წესით მარიამ ლაზარაშვილი დანიშნა, – ეს ინფორმაცია “მოზაიკას” გორის რესურცენტრის უფროსმა გია ბერძნიშვილმა დაუდასტურა.
“მხოლოდ ერთ სკოლაში, ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში მოხდა მინისტრის მიერ დისკრეციის წესით დირექტორის დანიშვნა. ზემო ნიქოზის სკოლას მარიამ ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს“, – გვითხრა გია ბერძნიშვილმა.
მინისტრმა დისკრეციის წესით დირექტორები იმ საჯარო სკოლებში დანიშნა, სადაც მათი არჩევა სამეურვეო საბჭოს მიერ ვერ მოხდა.
დატოვეთ კომენტარი