ახალი ამბები

“ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ძმებს” – „ძლიერი საქართველოს” ლიდერები ერგნეთში ჩავიდნენ

„ძლიერი საქართველოს” ლიდერები ერგნეთში ჩავიდნენ. ისინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუზეუმს ესტუმრნენ. 

დღეს ერგნეთში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც 16 წლის წინ რუსული ჭურვები ცვიოდა, ქალბატონმა ლია ჩლაჩიძემ აგვისტოს ომის მუზეუმში გვიმასპინძლა, რომელიც ომის მძიმე ანაბეჭდებს პირვანდელი სახით ინახავს. ეს მუზეუმი არის ჩვენი ისტორია, რომელიც ყველაზე მძიმე ტკივილს გვახსენებს. ქალბატონმა ლიამ მითხრა, რომ მთავრობა არ მიდის მათთან – არც მივა, რადგან მისი კაპიტულანტური პოლიტიკა ამას არ ითვალისწინებს. თუმცა ეს ხელისუფლება მალე დასრულდება და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ძმებს, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობენ“, – წერს მამუკა ხაზარაძე, პარტია “ლელოს” ლიდერი სოციალურ ქსელში.

ხაზარაძე მადლობას უხდის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს.

“მე მინდა მადლობა გადავუხადო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს დიდსულოვნებისა და საკუთარ მიწა-წყალზე მედგრად დგომისთვის! დიდება გმირებს და დიდება ძლიერ საქართველოს”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.