ახალი ამბები

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა 

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი, თემურ გელიტაშვილი ვეტერანთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია. 

მან საბერძნეთში გამართულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ოქროს მედალი მოიპოვა.

თემომ ფინალურ შეხვედრაში უნგრეთის წარმომადგენელი ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი, გაბორ ჰატრო 3-1 დაამარცხა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.