ახალი ამბები

გორელი მასწავლებელი ასმათ ლეჟავა “მწვანე ჯილდოს” მფლობელი გახდა

გორელი მასწავლებელი ასმათი ლეჟავა “მწვანე ჯილდოს” მფლობელი გახდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინიციატივით გამართულ კონკურსში, მან მოიპოვა “მწვანე ჯილდო – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2023”. რაც შეეხება კონკურსის მეორე გამარჯვებულს, ის თბილისის N19 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნათია მუმლაძე იყო, რომელსაც „მწვანე ჯილდო – სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2023” გადაეცა.

ასმათი  ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველებას გორის N12 საჯარო სკოლაში ასწავლის.  მას ეს ჯილდო გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე გადასცეს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნული კონკურსს 2017 წლიდან ატარებს.

დატოვეთ კომენტარი