ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში ქალის სავარაუდო ცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო 

ქარელის მუნიციპალიტეტში ქალის სავარაუდო ცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ქალი სავარაუდოდ სცემეს. 

ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს მეუღლემ აცნობა, რომელიც მომხდარში რძალს ადანაშაულებს. 

არსებული ინფორმაციით, დაინიშნა ექსპერტიზა, რომელმაც ტრავმის ხარისხი და მისი მიყენების სავარაუდო დრო უნდა დაადგინოს.

დატოვეთ კომენტარი