ახალი ამბები

თორტიზაში სახლი გაქურდეს – წაღებულია ძვირფასეულობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში სახლი გაქურდეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც “მოზაიკას” ადგილობრივებმა აცნობეს, სახლში რამდენიმე შენიღბული პირი შევიდა, ფაქტი კი, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. თორტიზაში ამბობენ, რომ ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სახლიდან ძვირფასი ნივთები და ალკოჰოლური სასმელები წაიღეს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ და ადგილობრივებს ჰკითხავენ.

როგორც შსს-ში ამბობენ, გამოძიება 177-ე მუხლით არის დაწყებული. ეს მუხლი გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიავნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.