ახალი ამბები

ქარელში იმ პირთა რიცხვი გაიზარდა, ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავს არიდებს

ქარელში იმ პირთა რიცხვი გაიზარდა, ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავს არიდებს. ეს იმ სტატისტიკით დასტურდება, რომელიც ქარელის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევევის სამსახურის წლიურ ანგარიშებშია აღნიშნული. 

უწყებამ ამჯერად საკრებულოს 2022 წლის მონაცემები წარუდგინა, სადაც ნათქვამია, რომ მაგალითად “გირჩის” მოწმობით, სამხედრო სავალდებულო სამსახურს გასულ წელს 90 მოქალაქემ აარიდა თავი. ეს მაჩვენებელი 2021 წელს 64 იყო. 

მთლიანობაში, 2022 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური ქარელში 724 მოქალაქეს გადაუვადდა. მათმა უმრავლესობა სტუნდეტის დამადასტურებელი მოწმობა წარადგინა. 

ინფორმაციისთვის, 2021 წელს, საგაზაფხულო-საშემოდგომო გაწვევის დრო ქარელის მუნიციპალიტეტიდან, სამხედრო სავალდებულო სამსახური182 მოქალაქეს გადაუვადდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი