ახალი ამბები

“მშვიდობის და განვითარების გზით თუ ვივლით, დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს” – ხაშურის მერი

“მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გზით თუ ვივლით, დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს”, – განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა ხაშურში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებებზე. 

მან დღევანდელ დღეს დავით კაპანაძე გაიხსნა – კაცი, რომლის საფლავზეც ისტორიული ეპიტაფიაა გაკეთებული. 

“ამაყი ვარ, რომ ხაშურის მუნიცპალიტეტში არის საფლავი წარწერით”, – “მონობაში ტანჯულო დაუვიწყარო მამავ, ნატვრა აღსრულდა, საქართველო გათავისუდლდა. აქედან გამომდინარე ჩანს, როგორი ლტოლვა ჰქონდა ჩვენს ხალხს დამოუკიდებლობისკენ. ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებლები და დარწმუნებული ვარ, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გზით თუ ვივლით, დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს”, – განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ეპიტაფია, რომელიც ხაშურის მერმა გააჟღერა დატანილია ძეგლზე, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ აძვისში, ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სასაფლაოზე, უბრალო გლეხკაცის საფლავზე დგას. მხოლოდ ერთი დღე დააკლდა დავით კაპანაძეს, რომ თავისი ოცნების ხორცშესხმა ენახა, ის 1918 წლის 25 მაისს გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი