ახალი ამბები

“ევროპა ჩვენი სახლია”, – გორში მსვლელობა მოეწყო 

“წინ ევროპისკენ!”- ამ სლოგანით მოაწყეს აქცია-მსვლელობა ენმ-ს წევრებმა გორში ადმინისტრაციის შენობასთან.

მათ ქალაქის ცენტრალური გამზირი შეძახილებით ჩაიარეს და ადმინისტრაციული შენობის წინ გაჩერდნენ, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიები იმართება. 

“მიუხედავად მთავრობის სურვილისა, დაგვაბრუნოს ბნელ რუსეთში, ჩააბაროს ოკუპანტ ქვეყანას, ჩვენ გვინდა დასავლეთი, ევროპა და ნატო, რადგან დასავლეთი არის განათლება, საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, მეტი კეთილდღეობა.  ქართველ ხალხს სურს ევროპა, ჩვენ გვინდა დასავლეთი”, – განაცხადა ბექა ქორჩილავამ. 

დატოვეთ კომენტარი