ახალი ამბები

კასპში, გრიშაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები მალე მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ – მერი

კასპში, გრიშაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები მალე მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ, – განაცხადა კასპის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ. 

მან ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. 

“ქუჩით მოსარგებლეები გადაადგილებას მალე მოწესრიგებული ქუჩით შეძლებენ, რომელიც მანამდე დაზიანებული და არაკომფორტული იყო“, – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

ქუჩის რეაბილიტაციისთვის ხაშურის ბიუჯეტიდან 293 484 ლარი იხარჯება. პროექტის მიხედვით, რკინა ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ბეტონის ბორდიურები და ეზოში შესასვლელებიც უნდა მოეწყოს. 

დატოვეთ კომენტარი