ახალი ამბები

ხაშურში ორმოულების შეკეთებისთვის მერიამ 26 000 ლარი გამოყო

ხაშურში ორმოულების შეკეთებისთვის მერიამ 26 000 ლარი გამოყო. 

ქალაქის მასშტაბით, შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის, უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

“სამუშაოები მარტო ხაშურს მოიცავს, სადაც გასაკეთებელია, ყველგან გაკეთდება, რუსთაველი იქნება ეს თუ აღმაშენებელი. ტენდერის დასრულების შემდეგ ვაკეთებთ ქუჩების ჩამონათვლს”, – გვითხრა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 21 სამუშაო დღეში უნდა დაასრულოს.

დატოვეთ კომენტარი