ახალი ამბები

გადმოვიდნენ და დამაკავეს, – ამბობს რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ტერაშვილი

რუსი ოკუპანტების მიერ 11 მაისს მეჯვრისხევიდან გატაცებული და გუშინ გათავისუფლებული გიორგი ტერაშვილი ამბობს, რომ ოკუპანტები ინციდენტის დღეს თავად გადმოვიდნენ ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და უმიზეზოთ დააკავეს.

“ჩვენს ტერიტორიაზე ვიყავი, ნახირი მყავდა. ისინი იქით იყვნენ, გადმოვიდნენ, “კრუგი” დამარტყეს და დამიჭირეს. ექვსნი იყვნენ რუსები და წამიყვანეს ჯერ ღრომში და მერე ჩამიყვანეს ცხინვალში. აქეთ მხარეს ვიყავი, ერთ 2 მეტრის ტერიტორიაზე, ისინი იყვნენ იქით და რომ მივუახლოვდი, კრუგი დამარტყეს და ეგრე დამიჭირეს. გადმოვიდნენ ჩვენს მხარეს”, – ამბობს ტერაშვილი.

ცნობისთვის, სუს-მა ამ საკითხზე გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ დაკავების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.