ადამიანები ისტორიები

საქართველოს რუკის ფორმის აბრები ქარელელი ცოლ-ქმრისგან

ქარელელმა ცოლ-ქმარმა საქართელოს რუკის ფორმის ქუჩის აბრების დამზადება დაიწყეს. ოთოს და მარიამს იდეა ორი თვის წინ გაუჩნდათ, საქართველოს რუკის ფორმის აბრა კი დამკვეთის სურვილი იყო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და სხვა შეკვეთებიც გაჩნდა.

“2 თვის წინ მოგვივიდა იდეა გაგვეკეთებჯნა ქუჩის მისამართები. დაგვენომრა ქარელი, რადგან არ იყო დანომრილი და ვიცოდი ეს ყველას პრობლემა იყო. დავამზადეთ რამდენიმე სხვადაახვა ფერის და ზომის დიზაინით. ჩვენი ერთ – ერთი მომხმარებლის სურვილით დავამზადეთ საქართველოს რუკის ფორმის აბრა, რაც ჩვენც ძალიან მოგვეწონა და ლამაზი გამოგვივიდა”, – ამბობს მარიამ მარჯანიძე.

მარიამი და ოთო ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოებს და სხვადასხვა ნივთებს ამზადებენ. მათ ეს საქმიანობა 2 წლის წინ დაიწყეს. როგორც ისინი გვიყვებიან, მათ ნაწარმს მომხმარებელი ჰყავს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

“მზადდება სასკოლო ნივთები, პენლები, სახაზავები, ყუთები სასურველი დიზაინით და სახელებით, გაკვეთილების ცხრილი, გამრავლების ტაბულა. და სხვადახვა ნივთები. ძირითადად იყიდება ქარელში და ქარელის გარშემო სოფლებში, მაგრამ მქონია შეკვეთა და ფოსტითაც გამიგზავნია სხვა ქალაქებშიც, მათ შორის საზღვარგარეთაც”, – გვიყვება მარიამი.

მარიამი საკუთარი ნაწარმის რეალიზებას “მარსია’ს Wooden crafts” – ის მეშვეობით ახერხებ. სამომავლოდ სურს, რომ ხის საჭრელი ლაზერი შეიძინოს და ბიზნესი გააფართოვოს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.