ადამიანები ისტორიები

დები, რომლებიც ნახატების გაყიდვას და ოჯახების დახმარებას გეგმავენ – წიქარიშვილების ამბავი

ქარელში მცხოვრები დები ემა და თეკლა წიქარიშვილები სააღდგომოდ საკუთარ ნახატებს გამოფენენ და სიმბოლურ ფასად გაყიდიან. გოგოები შემოსული თანხით შეჭირვებულ ოჯახებს დაემხარებიან.

ემა და თეკლა ბებნისის საჯარო სკოლაში სწავლობენ. გამოფენას ხელოვნების პედაგოგი ჟანა გიუაშვილი სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოაწყობს, რომელშიც სხვა მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

11 წლის ემა წიქარიშვილი 2 წელია ხატავს. ამბობს, რომ ხატვა თავისი დის წახალისებით დაიწყო.

“9 წლიდან დავიწყე ხატვა და პირველად დავხატე გეომეტრიული ფიგურები. ჩემმა შუათანა დამ, თეკლამ, აღმოაჩინა ჩემი შესაძლებლობები. მან მომცა სტიმული ხატვის. ის თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად ხატავს. ვმუშაობ ნებისმიერი მასალით, გრაფიკაში, გოაშებით, ფერადი ფანქრებით, აკვარელით და ზეთის საღებავებით. ხატვის დროს მთლიანად ვარ ჩართული საქმიანობაში. შესაბამისად, ნახატი ჩემს განწყობასაც გამოხატავს. ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს. სამომავლოდ ალბათ ისე პროფესიას ავირჩევ, სადაც ხატვა საჭირო იქნება”.

8 წლის თეკლამ ხატვა პატარა ასაკში დაიწყო. შემდეგ დედამ ხატვის წრეზე შეიყვანა და მას მერე ამ საქმეს პროფესიონალურად ეუფლება.

“შეიძლება ერთ დღეს ბუნება დავხატო, მეორე დღეს პორტრეტი. გაკვეთილის სიუჟეტიც დამიხატავს. ხელოვნების სიყვარული პატარა ასაკიდან მქონდა. მუშაობას ძირითადად საღამოს ვიწყებ, როდესაც სიმშვიდეა. ბევრი ნახატი მაქვს და თითოელს მინახავს დედა. მინდა ხატვის გაგრძელება და სამომავლოდ პროფესიად არჩევა”.

გოგოების საქველმოქმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას მომავალშიც გეგმავენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.