ახალი ამბები

ქარელსა და აბისში მერის წარმომადგენლებმა თანამდებობები დატოვეს 

ქარელსა და აბისში მერის წარმომადგენლები იცვლებიან. 

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ლაშა ლომიძემ და მამუკა ქვრივიშვილმა თანამდებობები დატოვეს. 

“კერძო სექტოში გადავედა სამუშაოდ. ეს იყო თანამდებობიდან წასვლის მიზეზი”, – გვითხრა მამუკა ქვრივიშვილმა. რომელიც მერის წარმომადგენელი ქარელში იყო. 

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ზაზა გულიაშვილს ახალი წარმომადგენლები ოფიციალირად არ დაუნიშნავს. ჯერჯერობით, ქარელსა და აბისში მერის წარმომადგენლის მოვალეობას სვიმონ მარგველაშვილი და თემურ გორგაძე ასრულებენ. იქამდე, ორივე მათგანი მერიაში, სპეციალისტად მუშაობდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი