სტატიები

რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ხაშურის მერია სურამში? 

ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ დაბა სურამში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად ხორციელდება. 

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტს ამის მაგალითად მოჰყავს ბარათაშვილის, ლესელიძის და კიკნაძის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები. 

“ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ბარათაშვილის ქუჩის მოასფალტება, ლესელიძის ქუჩის მოასფალტება, კიკნაძის ქუჩის მოასფალტება, უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელ ბიჯნისამდე და სოფელ ურთხვამდე მისასვლელი გზების მოასფალტება”, – გვითხრა თათია ძინძიბაძემ. 

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, როგორც ძინძიბაძე ამბობს, ხაშურის მერიისთვის სკვერების მოწყობაც პრიორიტეტულია. 

“რაც შეეხება სურამის მწვანე სივრცეებს, სულ ახლახან დასრულდა 9 აპრილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის მშენებლობა, მოეწყო ლესია უკრაინკას სახელობის სკვერი, მიმდინარეობს ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები.”

არსებული ინფორმაციით, სურამში, ჩუმათელეთის დასახლებაში იწყება ორი ჭაბურღილის მშენებლობაც.

“ეს წყლის პრობლემას მოუგვარებს როგორც ჩუმათელეთის, ასევე იტრიის მცხოვრებლებს”, – გვითხრა თათია ძინძიბაძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი