ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის ელჩებს ხელისუფლება ღონისძიების შემდეგ შეხვდა

დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის ერთობლივი ღონისძიების დასრულების შემდეგ, ელჩები რეგიონის გუბერნატორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციამ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ შაყულაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამავე თემაზე: ხალხს მტკიცედ სწამს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპასა და ნატოში – დენ ნეკალაესკუ გორში ყოფნისას

ამავე თემაზე: “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის შემადგენელია” – დევიდ ქუერი გორში ყოფნისას

ამავე თემაზე: “მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები” – ბრიტანეთის ელჩი გორში იმყოფება 

“შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონსა და რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს უმასპინძლა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრნენ”, – ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ თეატრის სკვერში გამართულ ღონისძიებას, რომლითაც  ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების არჩევა აღინიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრნენ, თუმცა როგორც ოფიციალური განცხადებით ვიგებთ, ელჩებთან სამომავლო თანამშრომლობაზე მოგვიანებით ისაუბრეს. 

“შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, საერთო პროექტების განხორციელებასა და კავშირების გაძლიერებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულმა ელჩებს შიდა ქართლის რეგიონის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გააცნო ის მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო და ასევე, იგეგმება. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილებას და სამომავლო პესრპექტივებს.”.

ამავე განცხადების მიხედვით, ელჩებმა, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოხატეს რეგიონის მხარდაჭრისა და ასევე, გამოცდილების გაზიარების კუთხით.

შეგახსენებთ, რომ დღეს გორში იმყოფებიან დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ნატოში დევიდ ქუერი და რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დენ ნეკალაესკუ. 

ისინი ერისთავის თეატრის ეზოში გამართულ იმ ღონისძიებას დაესწრნენ, რომლის ფარგლებშიც აღინიშნება ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად არჩევა ორი წლის ვადით.

საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სხვადასხვა პროექტის განხორციელება საქარველოში. 

დატოვეთ კომენტარი