ახალი ამბები

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ხაშურს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზისგან“ მიღებული ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება მთლიანად ხაშურის მუნიციპალიტეტს, – წერს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

უწყების ინფორმაციით, “ბუნებრივი აირის მიწოდება, ეტაპობრივად დაიწყება, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.

“ყველა ღონისძიება ტარდება ავარიის შედეგების სალიკვიდაციოდ. მოსახლეობას ვთხოვთ, გამოიჩინონ სიფრთხილე და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარები და ონკანები”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი