ადამიანები ისტორიები

მეგობრობიდან საერთო ბიზნესამდე – მადონას და ნონას ამბავი

ხაშურში მადონა კურტანიძეს და ნონა ფხიკიძეს თითქმის ყველა იცნობს. ისინი რამოდენიმე წელია სადღესასწაულო მორთულობებს ქმნიან.

“ვერ დავითვლით იმდენი ქორწილი, დაბადების დღე, თუ ნათლობა გაგვიფორმებია, როგორც ხაშურში ასევე სხვა ქალაქებში”.

საქმემდე იყო მეგობრობა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაეჩინათ დამატებითი შემოსავალი.

ამ საქმით დაკავებულები ვართ უკვე ხუთი წელია. მე და ნონამ გავიარეთ სასწავლო კურსი და დავიწყეთ დეკორაციების მოწყობა. მას შემდეგ ერთად მოვდივართ და ადამიანებს ვეხმარებით მათთვის მნიშვნელოვანი თარიღების გალამაზებაში”, – ამბობს მადონა.

მადონა და ნონა დეკორაციებს საკუთარი დიზაინით ქმნიან. ამბობენ, რომ ინდივიდუალიზმს არასდროს კარგავენ.

“წლებთან ერთად მოვიდა ნდობაც, ამიტომ ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ თავს არ დავზოგავთ დღესასწაულის გასალამაზებლად. ის, რასაც დამკვეთი ხედავს, არის ბევრი ფიქრის და მუშაობის შედეგი. ვცდილობთ, არავის მივბაძოთ და არავის ფანტაზია არ გავიმეოროთ. ჩვენი სტილი და ინდივიდუალიზმი არ უნდა დაიკარგოს”, – აღნიშნავს ნონა.

ამბობენ, რომ საჭიროა ყველა ქალს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს და თუ ვინმეს სადღესასწაულო დეკორაციების მოწყობაც უყვარ, ამ საქმეში აუცილებლად უნდა სცადოს ბედი.

ყველა ქალი უნდა იყოს დაკავებული თავისი საქმით. ზოგს ხელსაქმე არ გამოსდის და სხვა პროფესიაშია წარმატებული, მაგრამ ვისაც ეს აინტერესებს, აუცილებლად უნდა მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები. მგონია, რომ მე ნონას გარეშე ვერაფერს შევძლებდი და ის ჩემ გარეშე. ამ საქმეში ვდებთ მეგობრობას, სიყვარულს, ნდობას და ერთგულებას. შედეგიც ვფიქრობ არ აყოვნებს”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.