ახალი ამბები

გორში სუპერმარკეტის ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს და 1 პირი დააკავეს

გორში, სუპერმარკეტის ქურდობის ფაქტზე პოლიციამ ერთი არასრულწლოვანი ამხილა და ერთი პირი დააკავა. 

საუბარია კომბინატის დასახლებაში, 6 დღის წინ მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რა დროსაც სუპერმარკეტიდან “დეილი” სიგარეტები მოიპარეს. 

ამავე თემაზე: გორში სუპერმარკეტი გაქურდეს  

“მოზაიკას” ინფორმაციით, “დეილის” ქურდობისთვის დაკავებული სხვა სუპერმარკეტის გაქურდვის მცდელობაშიც ფიგურირებს. 

დატოვეთ კომენტარი