ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებმა ადამიანის კიდურები იპოვეს 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, კიდურები ადგილობრივებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს. 

ლამისყანაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა.

” გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს”, – გვითხრა მერის წარმომადგენელმა ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

დატოვეთ კომენტარი